top of page
23916698_1919991671650523_1930356590590926038_o.jpg

ჩვენი შექმნის ისტორია და მისია

2011 წელი, ერთი აკვიატებული იდეა, რომელიც სრულად არის მორგებული ერთ ახალბედა მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს შექმნას სამყარო, სადაც ის შეძლებს თავისი მუსიკალური ოცნებების ასრულებას თანამოაზრეებთან ერთად. საწყისი წერტილი: სივრცე, მოწყობილობები და მათი გამოყენების უნარი. ოცნების შედეგად გაჩნდა CES-ის იდეა. შექმნის პროცესში წარმოდგენა არ გვქონდა თუ რა ფორმას მიიღებდა ან რამდენ ადამიანს შეუცვლიდა ცხოვრების კურსს.

ათი წლის შემდეგ, ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ თბილისის შუაგულში და ვართ  Fabrika -ს ნაწილი, რომელიც მოისაზრება თბილისის კულტურულ ცენტრად, ადგილი რომელიც აერთიანებს თავისუფალ ახალგაზრდობას და შემოქმედებითი ინდუსტრიების მამოძრავებელ ძალებს.

 

CES წარმოადგენს შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც სპეციალიზირებულია მუსიკასა და დიზაინში, ის გთავაზობთ მრავალ ინოვაციურ, პრაქტიკულ, მოკლე და ხანგრძლივ სასწავლო პროგრამებს: მუსიკის წარმოება და ხმის ინჟინერია, DJ პრაქტიკა და შესრულება, მუსიკის თეორია და სიმღერის შექმნა, მოდულარული სინთეზატორი და კომპოზიცია, მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა, თამაშის მუსიკა და კოლაბორაციული მუსიკალური ალბომის შექმნა, გრაფიკული დიზაინი და ციფრული ხატვა, ფოტოგრაფია და მხატვრული სპექტრი, ყოველივე ზემოთქმული აკადემიური პროგრამა შექმნილია ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრების მიერ, რომლებიც საქართველოში თავიანთი სფეროს აქტიური და წარმატებული ფიგურები არიან. ისინი ყოველწლიურად ანახლებენ მიდგომებს რათა ფეხდაფეხ მიჰყვნენ შემოქმედებითი ინდუსტრიების კვალს როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად და არ ზოგავენ შრომას, დააკმაყოფილონ ჩვენი სტუდენტების საჭიროებები. ჩვენ ხშირად გვიხსენიებენ როგორც პიონერ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში, რომელმაც თავის დროზე საფუძველი ჩაუყარა მომავალი პროფესიების განვითარებას. CES იყო პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც უარი თქვა „ლეგენდებზე“ დაფუძნებულ სასწავლო პროცესებზე და დანერგა ინოვაციური პრაქტიკული სასწავლო მეთოდი, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით (hands on practice).  ეს არის პირველი ინსტიტუტი საქართველოში, რომელმაც პოპულარიზაცია მოახდინა და პრაქტიკაში დანერგა ინდუსტრიის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა: ADOBE; Avid Pro-Tools; Ableton Live; Max MSP / Jitter და სხვა.

 

2017 წელს, CES-ში დაარსდა Modular Synth სასწავლო პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში მოდულარული სინთეზატორის (Modular Synth) კომუნის განვითარებას. 

 

2018 წელს, CES-ის ბაზაზე დაარსდა დამოუკიდებელი ქართული მუსიკალური გამომცემლობა  CES Records , რომელიც მიზნად ისახავს CES-ის კურსდამთავრებულთათვის (და არა მარტო) პლათფორმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ განვითარებას და პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს საზღვრებს მიღმა. CES Records-ის არტისტების სიაშია: Nikakoi, ნატალია ბერიძე, ანუშკა ჩხეიძე, გოგი ძოძუაშვილი, ნათელა სვანიძე, Neor Warrior, sTia და სხვები ... 

2020 წელს, CES-ის " მუსიკალური ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში " სტუდენტების ინიციატივით, საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების მოტივაციით, შეიქმნა დამოუკიდებელი ონლაინ საგამომცემლო პლატფორმა "Dancing On Architecture" .

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანთა თანასწორობაზე და ვაფასებთ ჩვენი კომუნის მრავალფეროვნებას.

 

CES-ის მთავარი მიზანია შემოქმედებითი სასწავლო პროცესი, რომელიც ადაპტირებულია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, თავისუფალი გარემო, ჩვენი სტუდენტების მოტივაცია, დასაქმება და კარიერული ხელშეწყობა, რისთვისაც ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც თავიანთ სფეროებში წამყვანი ფიგურები გახლანან, არ იშურებენ ძალისხმევას გაუზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს სტუდენტებს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები უერთდებიან ჩვენს გუნდს.

ახლა ჩვენ დიდი სიამაყით ვიხსენებთ გასულ 10+ წელს და ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მზარდი მასშტაბისა, ჩვენი ოცნებები და იდეები უცვლელი რჩება.

ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული ჩვენი 4000 კურსდამთავრებული სტუდენტის CES-ის არჩევისთვის. 

ჩვენ გვჯერა, რომ განათლება და ჩვენი პროფესიისადმი დიდი სიყვარული არის თავისუფლება, რომელსაც ერთად მოვიპოვებთ. 

ჩვენი გუნდი

F5190034_edited.jpg

დამფუძნებელი

ნათია სართანია

ნათია სართანია-მუსიკოსი, პიანისტი, კომპოზიტორი, რადიო დიჯეი, CES-ის და CES Records-ის დამფუძნებელი, "ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" თანადამფუძნებელი. CES-ის მუსიკალური ფაკულტეტის ხელმძღვანელი.

  • Bandcamp
  • Instagram
  • Facebook

ელენე სართანია

ოფისის მენეჯერი

ელენე სართანია 2013 წლიდან პასუხისმგებელია CES-ის ოფისის ადმინისტრირებასა და ჯავშნის მართვაზე. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც CES-ის გულს.

  • Instagram
  • Facebook
IMG-5530_edited_edited.png
Lado-Kob.jpg

ლადო კობახიძე

ლადომ დაამთავრა მილანის „დომუს აკადემია“ სატრანსპორტო დიზაინის მაგისტრის ხარისხით. მას აქვს 15 წლიანი კარიერა როგორც დიზაინერს, ის მოღვაწეობდა ჩინეთში, იტალიასა და საქართველოში. ლადომ დააარსა  ArteTbilisi .  ის CES-ის გრაფიკული დიზაინის  დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ბოლო 10 წელი უზიარებს თავის გამოცდილებას CES-ის სტუდენტებს. ლადო ასწავლის: " გრაფიკული დიზაინის ანბანს " , " გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპსა " და " ციფრული ხატვის " პროგრამებს.

  • Instagram
  • Facebook
Lado Kobakhidze

ნიკა მაჩაიძე

ნიკა მაჩაიძე, იგივე Nikakoi, იგივე Erast, ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი და კინორეჟისორია. 2015 წლიდან CES-ში ნატალი ბერიძესთან ერთად ასწავლის კურსს " სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება " / Collab19. ნიკა სტუდენტების დიდი ინსპირაციაა, სწავლის პროცესში ის მათთან ხშირად შედის კოლაბორაციაში.

  • Bandcamp
  • Spotify
  • Instagram
0021283771_10.jpg
Nika Machadze
59625783_10157300032454168_3377134004615512064_n.jpg

ნატალია ბერიძე

ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი ნატალია ბერიძე თანამშრომლობს ისეთ მუსიკალურ ლეიბლებთან როგორიც არის: Max.E, Monika Enterprise, CMYK, Laboratory Instinct და Chainmusic. გარდა მისი სოლო პროექტებისა, მისი კოლაბორატორები არიან: Thomas Brinkmann, AGF, Gudrun Gut, Joerg Follert, Marcus Schmickler, Nikakoi, Ryuichi Sakamoto და სხვა... ნატალია  2014 წლიდან უზღვება CES-ში " სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების " , ასევე Collab19 -ის კურსებს ნიკა მაჩაიძესთან ერთად.

  • Spotify
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
Natalia Berdze

ალექსანდრე ხოხიაშვილი

ალექსანდრე ხოხიაშვილი, დრამერი და ხმის ინჟინერი, CES-ის მრავალი კურსის კურსდამთავრებული,  ჯგუფი MokuMoku-ს წევრი. ის ახლახან შეუერთდა CES-ის გუნდს და ნაზი ჭავჭავაძესთან და დავით ბაკურაძესთან ერთად წარუძღვება " ხმის ინჟინერიის " კურსს.

  • Instagram
  • Facebook
11834902_724940957633357_1977578155514079127_o.jpg
Alexander Khokhiashvili
283445708_1117392372146313_6409488760246815293_n.jpg

ნიკა ჭავჭავაძე

CES-ის კურსდამთავრებული,ხმის ინჟინერი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და Ableton Live-ის ექსპერტი, ნიკა ჭავჭავაძე, ბოლო 10 წლის განმავლობაში თანამშრომლობს CES-თან და უძღვება  " Ableton Live"- ის კურსს.

  • Facebook
Nika chavchvadze

ბენ უილერი

ბენ უილერი გახლავთ მუსიკოსი, კომპოზიტორი და ეთნომუსიკოლოგი ამერიკიდან. ის არის Mountains of Tongues- ის თანადამფუძნებელი. ბენი თანამშრომლობს CES-თან ბოლო 4 წლის განმავლობაში, ასწავლის კურსებს " მოდულარული სინთი & ხმის დიზაინი "  და " მოდულარული სინთის მეორე ეტაპი: თეორია და კომპოზიცია " .

  • SoundCloud
  • Instagram
  • Facebook
9J0A5304_edited.jpg
217393877_1112009155956435_1633596729386644634_n_edited.jpg

ნაზი ჭავჭავაძე

ნაზი  ჭავჭავაძე, კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, პერკუსიონისტი და ხმის ინჟინერი, CES-ის მრავალი კურსის დამთავრებული,თანამშრომლობს CES Records-თან და ასევე გახლავთ MokuMoku-ს ჯგუფის წევრი. ის ახლახან შეუერთდა CES-ის გუნდს და ალექსანდრე ხოხიაშვილთან და დავით ბაკურაძესთან ერთად უძღვება " ხმის ინჟინერიის " კურსს.

  • Instagram
  • Facebook
Ben Wheeer
Nasi Chavchavadze

ჯაბა შავიშვილი

ჯაბა შავიშვილი, მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და ციფრული მედიის სპეციალისტია. ციფრულ და მუსიკალურ ინდუსტრიაში 15 წლიანი წარმატებული კარიერით, თავის გამოცდილებას უზიარებს კურსის "მუსიკის ინდუსტრია და ჟურნალისტიკა ციფრულ ერაში"  სტუდენტებს თავის კოლეგა რეზი ხუნწელიასთან ერთად.

  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
IMG_76571_edited.jpg
jaba shavishvili
123027467_2782814042041027_7659960440312141901_n.jpg

დავით ბაკურაძე

დავით ბაკურაძე, CES-ის კიდევ ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია, მას აქვს  წარმატებული კარიერა, როგორც მასტერინგის ინჟინერს. ის სულ ახლახანს შეუერთდა CES-ის გუნდს და ნაზი ჭავჭავაძესთან და ალექსანდრე ხოხიაშვილთან ერთად  ხმის ინჟინერიის პროგრამას წარუძღვება მიქსინგის და მასტერინგის მიმართულებით.

  • Instagram
  • Facebook
Davit Bakuadze

ნიკა კოჩაროვი

ნიკა კოჩაროვი, მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, Young Georgian Lolitaz, Z for Zulu-ს ფრონტმენი. ნიკა უკრავს გიტარაზე, ბას გიტარაზე, დრამზე და კლავიშზე. ის არის CES-ის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის კვლავ შეუერთდა ჩვენს გუნდს კურსით " მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით) " .

  • Instagram
  • Facebook
351de6bf09e3e2cf1ae2a4f272eea06d-2.jpg
Nika Kocharov
IMG-5521.jpg

ვახო ნოზაძე

ვახო ნოზაძეს სასცენო სახელია Vaxy. ის 3 წელია რაც თანამშრომლობს CES-თან და ეხმარება ახალგაზრდა მუსიკის  ენთუზიასტებს DJ-ობის შესწავლაში.

  • Instagram
  • Facebook
Vakho Nozadze
Lua

ქეთათო ნერგაძე [LUA]

ქეთათო ნერგაძე ( Lua )  24 წლის  მუსიკოსია, რომელმაც საავტორო სიმღერებისწერა და შესრულება 14 წლის ასაკში დაიწყო. 2018 წელს მან მონაწილეობა მიიღო Tbilisi Newcomers-ში, სადაც მოპოვებულმა წარმატებამ მისცა შანსი დაეკრა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. ამას მოჰყვა სხვა მრავალი ფესტივალი და კონცერტი. 2020 წელს ლუას სინგლი “Hip Hip”  ISC international songwriting competition-ის ფინალისტების სიაში მოხვდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გახდა ELECTRONAUTS-ის გამარჯვებული.

2_edited.png
462562049_1751991095563333_4555433369110957532_n.jpg

ლევან ოქროპირიძე [Denivarlevy]

ლევან ოქროპირიძე, სასცენო სახელით Denivarlevy, არის 22 წლის Hip-Hop პროდიუსერი, DJ და ხმის ინჟინერი. ლევანმა თავისი მუსიკალური კარიერა 2020 წელს დაიწყო და  მას შემდეგ აქტიურად ქმნის და ანვითარებს თავის უნიკალურ მუსიკალურ სტილს. მისი დისკოგრაფია მოიცავს 5 სოლო ბითთეიფსა და 2 კოლაბორაციულ ალბომს, სადაც ის თანამშრომლობს 

სხვადასხვა არტისტებთან დაპროდიუსერებთან.

  • Instagram
  • Facebook
Rezi khuntselia
1490945_716296928380674_185522387_n.jpg

ქეთევან ჩიტაძე

ქეთევან ჭიტაძე,  მუსიკათმცოდნე და  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია, წარმატებული კარიერით. ქეთი უძღვება "მუსიკის თეორიის საფუძვლების" აკადემიურ პროგრამას CES-ში.

  • Facebook
Ketevn Chitadz

დათო მესხი

დათო მესხი, ფოტოგრაფი,  მრავალგზის ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის „როცა დედამიწა მსუბუქია“ -ს თანაავტორი. მესხის ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც სოლო, ასევე  ჯგუფურ გამოფენებზე ევროპის წამყვან მხატვრულ პლატფორმებზე, როგორიცაა პარიზის ფოტო, ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ბრაუნსფელდერის საოჯახო კოლექცია კელნში, ლონდონის Calvert 22 ფონდი, რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრი ბუდაპეშტში, Biennale de, la Photographie de Mulhouse და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დავით მესხი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ბერლინში.

  • Instagram
DavidMeskhi__Selfportrait_metalmagazine_edited_edited.png
David Meskhi
tvdore
Tevdore Makashvili Photo.JPG

თევდორე მაყაშვილი

თევდორე მაყაშვილს, არტისტ და ივენთ მენეჯმენტის 

მიმართულებით უკვე 10 წლიანი გამოცდილება აქვს.  2014-2019 

წლამდე იყო LOUDspeakers-ის მენეჯერი, 2019 წლიდან კი Killages მენეჯერია, ჯერ კიდევ მაშინ როცა ბენდი ისევ პირველ 

ნაბიჯებს დგამდა. მისი მენეჯერობის პერიოდში მოახერხა 

ჯგუფმა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი

პროექტი გახდა. 2021 წლიდან თევდორე თბილისის სახელმწიფო 

კონსერვატორიის მიწვეული ლექტორია, სადაც კითხულობს 

ლექციებს არტისტ მენეჯმენტის მიმართულებით.

Tevdore Makashvili Photo_edited_edited.png
Mirian Kululashvili Photo_edited_edited_edited.png
Mirian Kululashvili Photo_edited_edited.jpg

მირიან კულულაშვილი

მირიან კულულაშვილი ერთ-ერთი პირველი ე.წ. Entertainment Law -ს იურისტია, რომელსაც ზურგს საავტოროდა მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში 11 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი უმაგრებს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ნიდერლანდების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, Radbaoud University-ის.

დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე 

კვალიფიციურ საავტორო უფლებების იურისტს ქართულ 

მუსიკალურ ინდუსტრიაში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის 

შესახებ.

mirian kululashvii

ჩილ| Chil One 

ჩილ| Chil One - პიონერი ქართველი გრაფიტი მწერალი 16 წლიანი გამოცდილებით. 

 „ფაბრიკაფიტი“ ფესტივალის და გრაფიტი „ბეთლების“ თანაორგანიზატორი, გრაფიტი სკოლის დამფუძნებელი და მენტორი. ქართული ანბანის გრაფიტის ტანსაცმლის სერიის ავტორი.

ის მზად არის სტილების მრავალფეროვნების, გრაფიტის ფუნდამენტების ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

IMG_5428.jpg
Press5.JPG

სანდრო ჯორბენაძე

სანდრო ჯორბენაძე, ცნობილი როგორც DJ Sendnudes, საყურადღებო და თვალსაჩინო დიჯეი, რომელიც გამოირჩევა მუსიკალური სტილების ფართო სპექტრით ქართულ საკლუბო სცენაზე. Vodkast Records-ის ოჯახის წევრი და PalmStructure Records-ის დამფუძნებელი. ის ერთერთი პირველი იყო 2017 წელს, ვინც ყურადღება მიიპყრო მის ლეიბლე ქართველი პროდუსერების მუსიკის გამოცემით. 

bottom of page