top of page

ლადო გიგაიას სემინარი - "როკ-ენ-როლის დაბადება" [27.03.2024]

cestbilisi

Updated: Apr 11, 2024




სამშაბათს, 27 მარტს, 19:00 საათზე CES-ში გიწვევთ ლადო გიგაიას სემინარზე - "როკ-ენ-როლის დაბადება; პოპულარული მუსიკის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან 1955 წლამდე".

ლადო ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორია.


2017 წლიდან უკრავს ჯგუფში "On the Road" და 2020 წლიდან "ბაჩო ჯიქიძე და ესთეტი ბიჭები".


მან ელექტრონული კომპოზიციის ფაკულტეტი დაამთავრა რომის უნივერსიტეტში Saint Louis College of Music, ასევე მუსიკის ისტორიის ფაკულტეტი სასწავლებელში University of Rochester.

შეხვედრაზე მიმოვიხილავთ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ამერიკული მუსიკალური სამყაროს ისტორიას.


მეინსტრიმ პოპის, ქანთრი & ვესტერნის და რიტმ-ენ-ბლუზის მუსიკალურ თუ სოციალურ მახასიათებლებს, მათი განვითარებისა და ერთმანეთთან შერწყმის ამბავს. შევეხებით ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობას მუსიკალურ ინდუსტრიაში. ასევე მუსიკის როლს რასობრივი და სოციალური სეგრეგაციის რღვევის პროცესში. ინდუსტრიის მახასიათებლებს და მათ ტრანსფორმაციას 1900 - 1955 წლებში.


სემინარზე დასწრება თვისუფალია.


კონტაქტი:


CES

ფაბრიკა-თბილისი

ეგნატე ნინოშვილის 8

2 477 588

Comments


  • Bandcamp
  • Facebook
  • instagram-clipart-black-and-white-15
  • soundcloud_2048_black
  • YouTube

ⓒ 2022 CES

bottom of page