"ა-დან ჰ-მდე" [ღია კარის დღე] 19/03/25 გრაფიტის სკოლა X CES
- cestbilisi
- May 8, 2024
- 1 min read
Updated: Mar 22

19 მარტს გაიმართება ღია კარის დღე, სადაც Chil One წარადგენს გრაფიტი სკოლის და CES-ის კოლაბორაციულ კურსს "ა-დან ჰ-მდე".
საქართველოში პირველი გრაფიტის სკოლის სულის ჩამდგმელი და მენტორი გახლავთ ჩვენი მრავალი წლის მეგობარი ჩილ Chil One - პიონერი ქართველი გრაფიტი მწერალი 16 წლიანი გამოცდილებით, „ფაბრიკაფიტი“ ფესტივალის და "გრაფიტი ბეთლების“ თანაორგანიზატორი, ქართული ანბანის გრაფიტის ტანსაცმლის სერიის ავტორი.
ქართული ანბანი თავისი უნიკალური მოხაზულობით და დინებით გამორჩეულია დამწერლობებში, რაც გრაფიტისთან შერწყმით უსაზღვრო ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა და ტიპოგრაფიის ცალკე ქვეჟანრადაც შეიძლება მოისაზროს.
ამ იდეის გაღვივებას და განვითარებას ემსახურება კურსი "ა-დან ჰ-მდე" სადაც ისწავლით ყველაფერს რაც გრაფიტის სახატავად და სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო: გრაფიტის ისტორია, ასოების აგებულება, სტრუქტურა, კომპოზიცია, ფერები, დეტალიზაცია, გაფორმება, სხვადასხვა ტექნიკები, სპრეის გამოყენების მეთოდები და სხვა. კურსის დეტალური აღწერის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს "ა-დან ჰ-მდე".
Comments