top of page
cestbilisi

ნატალია ბერიძე - SPINES [CES Records]


CES Records-მა გამოსცა ნატალია ბერიძის SPINES 12' ფირიფტაზე! ნატალი ბერიძე კომპოზიტორია რომელიც საქართველოში ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერად მიიჩნევა. ბერიძე მუსიკას 2003 წლიდან უშვებს ისეთ ლეიბლებზე როგორიცაა: Max.E; Monika Enterprise; CMYK; Laboratory Instict; Chainmusic და CES Records. მას უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა თომას ბრინკმანი, AGF, გუდრუნ გუტ, იოერგ ფოლერტი, რიუიჩი საკამოტო, ნიკაკოი და გაჩა ბაქრაძე. 7 ტრეკისაგან შედგენილი "Spines" შესანიშნავი ალბომია კლუბის სრულყოფილ ხმოვან სისტემაზე მოსასმენად. ნატალის სიტყვებით, "SPINES" წააგავს მის მოგონებებს მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც მუდმივად ცვალებადი ლანდშაფტია. მისი შთაგონების უსასრულო წყაროა რობერტ სმიტსონის და ჯონ რასკინის „Frondes Agrestes“-ის „Strata-Georgraphic Fiction“. ნატალი ასწავლის CES-ში ბოლო 12 წელის მანძილზე, ის უძღვება NIKAKOI-სთან ერთად 2 კონკრეტულ კურსს: "სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება" და "COLLAB19". ბერიძეს CES Records-თან აქვს არაერთი გამოშვება, როგორიცაა: "Sleepers Poets Scientists" და "If Strangers", ორივე პროექტის მონაწილენი მისი სტუდენტები არიან. SPINES ხელმისაწვდომია თქვენს ადგილობრივ რეკორდშოფში გლობალურად, ან KUDOS Records-ის მეშვეობით.

Comments


bottom of page