
ოთხშაბათს, 3 აპრილს 18:00 საათზე CES -ში გიწვევთ თორნიკე ზურაბიანის, იგივე MUSH ONE -ის ვორქშოფზე "ჰიპ-ჰოპის ფილოსოფია".
Mush One (სვანურად ნიშნავს სვანს) ცხოვრობს სოფელ თეკალში. ის 26 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტი, ბიტმეიქერი, პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტია. უყვარს ცხოველები, მცენარეები და ზოგადად სამყარო. თორნიკემ უკვე მისი ნახევარი ცხოვრებაა, რაც თავი იპოვნა ჰიპ-ჰოპ-ში. მის შემოქმედებაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული და მუდამ მშვიდობის მაძიელები ტექსტები, რომელშიც ჩანს მისი ჰარმონია ბუნებასთან და მის გარემოსთან. ის თვლის, რომ მისი შემოქმედება მისივე ცხოვრიბისეული გამოცდილების აკუსტიკური გამომჟღავნებაა.

შეხვედრაზე თორნიკე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას თუ როგორ და რანაირად მივიდა ამ უნივერსალური ხელოვნების წიაღში, რასაც ჰიპ-ჰოპი ქვია და რა გავლენას ახდენს ის მის ცხოვრებაზე. ისაუბრებს ჟანრის სპეციფიკაზე, როგორც მუსიკაში, ასევე ზოგადად ხელოვნებაში. ჰიპ-ჰოპი, როგორც თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და უნივერსალური ხელოვნება. ის გაგვიზიარებს დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებას და მის ტექნიკურ მხარეს: ბიტის აწყობა, სემპლინგი, დამალული ცოდნა/ხრიკები, ტექსტის შექმნა, მისი ლირიკული ფორმა და ბოლოს შესრულების სპეციფიკები.
ვორკშოფის დასასრულს Mush One შემოგვთავაზებს მცირეოდენ იმპროვიზაციას.
დასწრება თავისუფალია.
Comments