CES Records წარმოგიდგენთ ქართველი მუსიკოსის და პროდიუსერის, გრიგორ ლაღიძის, მუსიკალური ფსევდონიმით Isodrome-ის ალბომს “Transitions”, რომელიც 5 წლის მანძილზე შექმნილ 9 კომპოზიციას აერთიანებს.
Isodrome -ის სიტყვებით: „ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ტრანზიციას გადის: ცვლილებას ხასიათში, პროფესიაში ან სხვა ასპექტებში, რომლებსაც ჩვენი განსხვავებულ პოზიციაში ან მდგომარეობაში გადასროლა შეუძლიათ. ამ პროცესს დროში მოგზაურობაც შეგვიძლია დავარქვათ, დასაწყისიდან შემდგომ პერიოდამდე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, თუმცა ამავდროულად ლამაზი აქტია, რომლის კონტროლის დროსაც საბოლოო რეზულტატის გამოცნობაც კი შეგვიძლია".
Transitions CES Records-ის და ჯურნალი "Samezoblo" -ს კოლაბორაციის შედეგია.
ჯურნალი ქალაქის ეკოლოგიას, მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ელემენტებს იკვლევს და დოკუმენტაციას უკეთებს ისეთ საკითხებს, რაც მიჩვეული თვალისთვის ხშირად შეუმჩნეველიც კი რჩება, თუმცა კი ქალაქისთვის დამახასიათებელი სოციო-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია.
სამეზობლოს ახალი გამოცემა (vol. 10)სწორედ Isodrome-ის ახალ ალბომზე კონცენტრირდება და ჟურნალის ლიმიტირებული ეგზემპლარი მის მუსიკას შეიცავს, რომელიც მკითხველს აუდიო-ვიზუალურ მოგზაურობაში ეპატიჟება. ჯურნალის შეძენა შესაძლებელია ჩვენს Bandcamp mech გვერდზე.
ალბომისა და ჟურნალის პრემიერა Mutant Radio -ს სივრცეში შედგა 2023 წლის ინვისს.
Comments