top of page
cestbilisi

House As Source of Sound ანუშკა ჩხეიძის ვორკშოფი [21.10.24]

Updated: Nov 4


ვართ მოხარული მოგიწვიოთ ანუშკა ჩხეიძის ვორკშოფზე: "House as source of sound", 21 ოქტომბერს, ორშაბათს, 20:30-ზე.


შეხვედრაზე ანუშკა გაგვიზიარებს, თუ როგორ დაინტერესდა ხმოვანი ჩანაწერებით, ქართული პოლიფონიით და მისი ინტეგრირებით ელექტრონულ მუსიკაში. ისაუბრებს, რა გავლენას ახდენს მუსიკოსსზე აკადემიური განათლება და თავისუფალი იმპროვიზაცია. ვორქშოპზე ანუშკა განიხილავს თავის ბოლო ალბომს "Clean Clear White" , რომელიც ბაზელში, შვეიცარიაში ჩაიწერა და დაფუძნებულია კვლევით ინსტიტუტში ორკვირიან კარჩაკეტილ ცხოვრებაზე. House as source of sound - მოიცავს ყველა ეტაპს ანუშკას მუსიკაში. დაწყებული შემოქმედებითი საქმიანობიდან, დასრულებული ორგანიზაციული საკითხებით. ანუშკასთვის ეს ალბომი ახალი გამოწვევა იყო საკუთარ თავში, რითაც მეტად ჩაუღრმავდა გავლენებს, რომელიც ტრადიციული მუსიკიდან მოდის. ის გაგვიზიარებს იმ იდეებს, რომლებიც დღეს ჩნდება მუსიკაში, როგორ ცდილობს ეს კოლაბორაციული სახით წარმოადგინოს და მუსიკაში სხვებსაც დაუტოვოს სივრცე. განიხილავს სამაგისტრო თეზისის მთავარ საკითხებს - 90’s ების ელექტრონიკა და ქართული ფოლკლორი, როგორც მისი იმპროვიზაციის მთავარი მეთოდი ციფრულ მუსიკაში.

ვორქშოფის ბოლოს ანუშკა უპასუხებს თქვენს კითხვებს და ისაუბრებს ნებისმიერი ინტერესის შესახებ რაც ამ თემების გარშემო იქნება გამოთქმული.




ანუშკას შესახებ:


ანუშკა ჩხეიძე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა.


მან ბავშვობა ხარაგაულის პატარა სოფელში გაატარა და 11 წლის ასაკში გალობის გუნდში სიმღერა დაიწყო. თავად აღწერს იმ დროს, როგორც ჯადოსნურს და მიიჩნევს, რომ მისი მუსიკა სწორედ ამ ბავშვობის წლებს უკავშირდება.


2019 წლის იანვარში ანუშკა ჩხეიძემ თავისი პირველი ტრეკები გამოაქვეყნა ნატალია ბერიძის კურატორობით შექმნილ კრებულში „Sleepers Poets Scientists“, რასაც მოჰყვა მისი სადებიუტო ალბომი „Halfie“ 2020 წლის აპრილში.


მეორე ალბომი „Move 20-21“, რომელიც 2021 წლის თებერვალში გამოვიდა, პანდემიის დროს შეიქმნა და ფიზიკური მოძრაობისა და სხვებთან ურთიერთობის არარსებობას ეხმაურება.


2023 წელს გამოვიდა ალბომი „Lost Luggage“, რომელიც ისეთ თემას ეხება, რომელიც სამწუხაროდ, ბევრისთვის კარგად ნაცნობია.


2024 წლის მაისში ანუშკა ჩხეიძემ გამოუშვა ალბომი „Clean, Clear and White“, რომლისთვისაც ხმები ფილდ რექორდერით შეაგროვა, ასევე ჩაიწერა პიანინო და გუნდი ბაზელში, შვეიცარიის ახლად რეაბილიტირებულ კვლევით ცენტრში.


მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო ფესტივალებზე და თანამშრომლობს გუნდებთან, რამაც შვეიცარიულ-ქართულ ფესტივალ Close Encounters-დან ქალთა გორის გუნდისთვის დაკვეთილ ნამუშევრამდე მიიყვანა.


ანუშკა ჩხეიძემ რამდენჯერმე ითანამშრომლა ბერლინელ მუსიკოსთან რობერტ ლიპოკთან, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ მენტორად ითვლება და ამჟამად ისინი პირველ ერთობლივ რელიზს ამზადებენ.



ვორკშოფზე დასწრება თავისუფალია.


Comments


bottom of page