top of page

სანდრო ჯორბენაძე aka DJ Sendnudes [CES გუნდის ახალი წევრი]



ვართ მოხარული წარგიდგინოთ ჩვენი ოჯახის ახალი წერვი, ჩვენი მრავალი წლის მეგობარი - სანდრო ჯორბენაძე, რომელიც DJ კურსს წარუძღვება.


სანდრო ჯორბენაძე, ცნობილი როგორც DJ Sendnudes, საყურადღებო და თვალსაჩინო დიჯეი, რომელიც გამოირჩევა მუსიკალური სტილების ფართო სპექტრით ქართულ საკლუბო სცენაზე. Vodkast Records-ის ოჯახის წევრი და PalmStructure Records-ის დამფუძნებელი. ის ერთერთი პირველი იყო 2017 წელს, ვინც ყურადღება მიიპყრო მის ლეიბლე ქართველი პროდუსერების მუსიკის გამოცემით.


სანდრო შეხვდება სტუდენტებს 6 სექტემბერს, 21:00-ზე. შეხვედრის დასაჯავშნად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.


CES-ში DJ კურსი 2011 წლიდან დაინერგა, როგორც დამწყებთათვის, ასევე უფრო მოწინავე დიჯეებისთვის. 

 

კურსის განმავლობაში თქვენ მიიღებთ პროფესიონალური DJ აღჭურვილობის ფუნდამენტურ ცოდნას , გაეცნობით ხმის აუდიო პარამეტრებს, დაეუფლებით ბითმეჩინგს და მიქსინგს CDJ-ზე და ფირსაკრავზე.

 

ჩვენი კურსი იდეალურია დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც სურს დიჯეის უნარების გამყარება. 

 

CES DJ სტუდია აღჭურვილია ინდუსტრიის სტანდარტად მიჩნეული ტექნიკით. 

 

კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე, რომელიც მოიცავს კვირაში 2 სესიას ინსტრუქტორთან, ხოლო 1 სესიას დამოუკიდებლად სავარჯიშოდ.



Comments


bottom of page