ვართ მოხარული გაგაცნოთ CES-ის და Bloome Music-ის ერთობლივი უახლესი კურსი!
დასახელება: მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტი
პერიოდი: 2 თვე (16 ლექცია)
საათები: 4 საათი კვირაში
ტუტორები: ჯაბა შავიშვილი / თევდორე მაყაშვილი / მირიან კულულაშვილი
ენა: ქართული
ფასი: 700 GEL
აღწერა:
დღევანდელ სამყაროში, მუსიკალური ინდუსტრია კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე ეს თუნდაც 20 წლისწინ იყო. დღეს იგი მულტიმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელიც მილიონობით განსხვავებული პროფესიის ადამიანს მოიცავს. ციფრულმა რევოლუციამ ყველაფერთან ერთად აღნიშნული ინდუსტრიის სტრუქტურა და მოქმედების მეთოდებიც შეცვალა. შესაბამისად, ამ დარგის უამრავ პროფესიონალსაც ახალ მოდელთან მოუწია ადაპტაცია - აღნიშნულ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა კი უამრავი ადამიანის სურვილია.
საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ინდუსტრიის ტრანზიციის პირველ ეტაპზე ვართ. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებულმა გარდაქმნებმა და აქტიურობამ ბევრი მიმართულებით შედეგი გამოიღო, დარჩენილ ნაწილში კი კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
კურსი „მუსიკალური ბიზნესის მენეჯმენტი“ მიზნად ისახავს მუსიკით დაინტერესებული ადამიანები მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობას, მათთვის თეორიული დაპრაქტიკული ცოდნის გაზიარებით - შეისწავლონ თუ რას მოიცავს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრია და რა გამოწვევების წინაშე დგას იგი, რა საჭიროებები დგას მუსიკოსის წინაშე და როგორ ეხმარება მას არტისტ მენეჯერების გუნდი მიზნების მიღწევაში, როგორ შეიძლება მუსიკოსმა თავად მართოს საკუთარი კარიერა და მოახდინოს შემოსავლების გენერირება, რა უნარების განვითარება სჭირდება მას ამისთვის.
კურსის განმავლობაში დაიფარება მუსიკალური ინდუსტრიის ისეთი საბაზისო საკითხები, როგორიცაა მუსიკის ინდუსტრიის ლეგალური, ფინანსური, მარკეტინგული, ეთიკური და შემოქმედებითი ნაწილები. კურსის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს გამომუშავებული ექნებათ ყველა ის პრაქტიკული უნარი და თეორიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ მუსიკალურ ინდუსტრიაში შესაფერისი კარიერული ინტერესების მოძიებაში, როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად.
ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული კურსი?
აღნიშნული კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს მუსიკალურ ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ლეიბლის, არტისტ მენეჯერის, ბუქერის, ლაივ ინდუსტრიის წარმომადგენლის პოზიციებზე. ასევე აღნიშნული კურსი განკუთვნილია მუსიკოსებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაერკვნენ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ფუნქციონირების სრულ პროცესში, დაწყებული მუსიკალური შემოქმედების რეალიზაციით, დამთავრებული უფლებების მართვით და შედეგად, ეფექტურად მართონ საკუთარი კარიერა.
რას ისწავლით კურსის განმავლობაში?
მუსიკალური ინდუსტრიის და მისი სექტორების სტრუქტურას და დინამიკას.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების განხორციელებას და მუსიკალური კონტენტის მონეტიზაციის და პოპულარიზაციის გზებს ინტერნეტის ეპოქაში.
მუსიკალური ინდუსტრიის მოთამაშეების: ფაბლიშერების, ლეიბლების, ბუქერების და ა.შ.საქმიანობის სპეციფიკას და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.
სამუშაო ცოდნას მუსიკალურ ინდუსტრიაში კონტრაქტების, კანონმდებლობისა და ინოვაციური ბიზნეს პრაქტიკის შესახებ, მუსიკის მენეჯმენტის, მუსიკის გამოცემის, ცოცხალი ღონისძიებების სექტორში.
საერთაშორისო მუსიკალური ბაზრების მოდელს.
უახლეს ტაქტიკას და ინსტრუმენტებს მუსიკოსის წარმატებული ბრენდინგისა და სოციალური მედია მარკეტინგისთვის.
ღონისძიების მენეჯმენტს და ტურის დაგეგმვას.
არტისტის გუნდში ძირითადი ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრას.
შემსრულების აღჭურვილობისა და რაიდერის გაცნობას.
ჩაწერილი მუსიკის ბაზარზე გატანის და დისტრიბუციის შესაძლებლობას.
მუსიკალური პროექტების მართვას.
ლექტორების შესახებ:
მირიან კულულაშვილი
მირიან კულულაშვილი ერთ-ერთი პირველი ე.წ. Entertainment Law-ს იურისტია, რომელსაც ზურგს საავტოროდა მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში 13 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი უმაგრებს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ნიდერლანდების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის, Radbaoud University-ის.
ცნობილი ქართული რექორდს ლეიბლი „ბრავო რექორდსის“ დაფუძნებიდანვე მირიანი მის იურიდიულ სამსახურს 4 წელი ხელმძღვანელობდა. ასევე წლების განმავლობაში იგი იყო ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის იურისტი და კონსულტანტი საავტორო უფლებების დარგში.
გარდა საავტორო უფლებების სფეროში მოღვაწეობისა, მირიან კულულაშვილი პარალელურად წარმატებით საქმიანობდა არტისტ და ივენთ მენეჯმენტის სფეროში. იგი იყო ქართული როკ ჯგუფის The Mins და თრიფჰოპ დუოს Shraves მენეჯერი. ივენთ მენეჯმენტის განხრით, მას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მიუძღვის წვლილი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. მირიანი გახლდათ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ფროდაქშენის დირექტორის ერთადერთი ქართველი დამხმარე. წლები მუშაობდა ყოველწლიური მსოფლიო რბენდის Wings For Life World Run სცენის მენეჯერად.
დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ საავტორო უფლებების იურისტს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები საავტორო და მომიჯნავეუფლებების კოლექტიური მართვის შესახებ.
თევდორე მაყაშვილი
თევდორე მაყაშვილს, არტისტ და ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით უკვე 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2014-2019 წლამდე იყო LOUDspeakers-ის მენეჯერი, რა დროსაც ბენდი ერთ-ერთ წამყვან მუსიკალურ პროექტად იქცა ქართულ სცენაზე. ამ პერიოდში LOUDspakers-მა საქართველოს თითქმის ყველა მთავარი სცენა დაიპყრო და რამდენიმე მასშტაბურ ფესტივალზეც მიიღო მონაწილეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
2019 წლიდან თევდორე გახდა Killages მენეჯერი, ჯერ კიდევ მაშინ როცა ბენდი ისევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. მისი დახმარებით ჯგუფმა მოახერხა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტი გახდა.
თევდორე ასევე არის კომპანია „Funday Entertainment“-ის დამფუძნებელი, რომლის ფარგლებშიც კოორდინირებას უწევს სხვადასხვა ლოკალურ თუ საერთაშორისო მუსიკალურ ღონისძიებას, მათ შორის Nneka, Emily Wells, Konoba და სხვა უცხოელი არტისტების საქართველოში ვიზიტს.
2021 წლიდან თევდორე არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიწვეული ლექტორი, სადაც კითხულობს ლექციებს არტისტ მენეჯმენტის მიმართულებით.
ჯაბა შავიშვილი
ჯაბა შავიშვილი მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და ციფრული მედიის სპეციალისტია, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მუსიკით აქტიურად მოზარდობის ასაკში დაინტერესდა, როდესაც ინტერნეტ სერვისების განვითარებამ, შესაძლებლობა მისცა სხვადასხვა მუსიკალური სტილი გაეცნო. ამის შემდეგ მუსიკა მისი ცხოვრებისძირითადი ფოკუსი გახდა. ამავე პერიოდში ეცნობა მისთვის იქამდე უცნობ ქართულ ალტერნატიულ მუსიკას და ქსელში გაბნეული იწყებს მის შეგროვებას და კატეგორიზაციას, რაც მოგვიანებით ქართული მუსიკისთვის განკუთვნილ Youtube არხში გადაიზარდა. მუსიკის შესახებ აუდიო, ტექსტობრივი თუ ვიდეო ინფორმაციის მიღების და დაკვირვების შემდეგ იწყება მისი პირველი მცდელობები მუსიკალურ ჟურნალისტიკაში.
გარდა მისი ძირითადი საქმიანობისა, რაც ციფრული პროექტების მართვას გულისხმობს, 2014 წლიდან იგი აქტიურად წერს სხვადასხვა ონლაინ გამოცემებისთვის, მათ შორის: Marketer, Tsa Music, Vertigo, Digital Culture.
2016 წლიდან ქმნის Daira Podcast-ს, ქართველი პროდიუსერების, დიჯეებისა და მუსიკალური ენთუზიასტების სელექციების შესაგროვებლად.
2017 წლიდან არის SOU Festival-ის გუნდის წევრი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვივნენ ისეთი მუსიკოსები როგორიცაა: Bjork, Robert Henke, Alva Noto, William Basinski და სხვა. ამავე წელს მიჰყავდა მუსიკალური ჟურნალისტიკის კურსი ხელოვნების მენეჯმენტის სკოლა „Vertigo”-ში.
2018 წლიდან „რადიო ქალაქის“ ეთერში მიჰყავდა ყოველკვირეულ რადიო გადაცემა „Rewind”, 2019 წლიდანკი არის თბილისური ონლაინ რადიო „Mutant Radio”-ს აქტიური კონტრიბუტორი, ყოველთვიური გადაცემით „Diggერი“ და მიქს სერიებით ქართული მუსიკის შესახებ.
2020 წლიდან CES-ში მიჰყავს კურსი „მუსიკის ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მუსიკალური გამოცემა Dancing On Architecture.
2021 წლიდან არის მუსიკალური კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი, რომელიც არტისტებს სთავაზობს მენეჯმენტის, ციფრული დისტრიბუციისა და სინქრონიზაციის სერვისებს. Bloom Music საქართველოში Sony Music Publishing-ის ექსკლუზიური პარტნიორია.
2021 წლიდან ჯაბა არის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ლეიბლის თანადამფუძნებელი, რომლისფარგლებშიც ხდება დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალური ჩანაწერების ფირფიტაზე გამოშვება.
Comments