CES-ში დაწყებულია რეგისტრაცია ზამთრის პროგრამებზე.
იხილეთ მათი სრული ჩამონათვალი:
Denivarlevy-ის "Hip-Hop Production":
კურსზე შეისწავლება:
ჰიპ-ჰოპის ესთეტიკა / ბითის შექმნის საფუძვლები / დრამთან და გრუვებთან ურთიერთობა / ჰიპ-ჰოპ ტრეკის სტრუქტურა / ვოკალის ფროდაქშენი და მიქსინგის საფუძვლები / ინტეგრაცია sp404-თან / რემიქსი და კოლაბორაციული პროექტები.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება სემპლების რედაქტირება და სრულფასოვნად გამოყენება, ჰიპ-ჰოპისთვის სახასიათო ბეისლაინების შექმნა, ვოკალების ჩაწერა და დამუშავება, Sp404-ის გამოყენება როგორც ცალკე, ასევე Ableton-ში და ტრეკის სტრუქტურის სწორად აწყობა, ამ ყველაფრის დახმარებით კი სრულყოფილი ჰიპ-ჰოპ ტრეკის შექმნა.
ნატალია ბერიძის და ნიკა მაჩაიძის "Songwriting & Music Production"
კურსის მონაწილე უნდა ეუფლებოდეს რომელიმე მუსიკალურ პროგრამას, როგორიცაა Ableton Live / FL / Logic pro / Cubase...
3 თვიანი კურსი აგებულია თანამედროვე მუსიკის წარმოებაზე,
მუსიკალური კომპოზიციის / ტრეკის ნოლიდან აწყობაზე და
პროდუსირებაზე. კურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, თანამედროვე,
კლასიკურ, პოპ, ან კინო მუსიკის ჟანრს, ასევე სიმღერის წერას და სხვა
ექსპერიმენტულ მიმდინარობებს, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის
ჩვენი ინდივიდუალური ბგერის აღმოჩენას და შემეცნებას.
ნიკუშა ჭავჭავაძის "Ableton Live"
Ableton Live იმდენად მოქნილია, რომ არ არსებობს მასთან მუშაობის ერთი გზა. CES-ში ჩვენ გვესმის რისი მიღწევა გსურთ და დაგეხმარებით: midi კონტროლერების გამოყენებაში, როგორ დააყენოთ შაბლონი სცენაზე თუ სტუდიაში Ableton Live-ის გამოსაყენებლად.
Ableton Live გამოიყენება როგორც სცენაზე ასევე სტუდიაში. მას გამოიყენებ მუსიკის წარმოებისას, შესაქმნელად, ჩასაწერად და ასევე მუსიკის სცენაზე შესასრულებლად.
ჩვენი ექსპერტი დაგეხმარებათ აითვისოთ Ableton Live-ის ყველა არსებული ოფცია და ტექნიკები. პროგრამის დასასრულს თქვენ უკვე შეძლებთ შექმნათ საკუთარი EP.
ვაქსის და სანდროს DJ კურსი:
კურსის განმავლობაში თქვენ მიიღებთ პროფესიონალური DJ აღჭურვილობის ფუნდამენტურ ცოდნას , გაეცნობით ხმის აუდიო პარამეტრებს, დაეუფლებით ბითმეჩინგს და მიქსინგს CDJ-ზე და ფირსაკრავზე.
ჩვენი კურსი იდეალურია დამწყებთათვის და მათთვის, ვისაც სურს დიჯეის უნარების გამყარება.
ბენ უილერის "Modular Synth & Sound Design" / "Modular Synth: Theory & Composition"
Synth 101, იგივე მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინი არის სამთვიანი თეორიული/პრაქტიკული კურსი ტრადიციულ და მოდულურ სინთეზატორებზე დაფუძნებული სინთეზისა და სინთეზატორების შესახებ (კონკრეტულად Doepfer System-100). კურსის უმეტესი ნაწილი ეძღვნება სუბტრაქტიული სინთეზის და მოდულური სინთეზის პრინციპების შესწავლას.
კურსი განკუთვნილია CES-ის მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინის კურსის კურსდამთავრებულებისთვის ან მათთვის, ვინც იცნობს სინთეზის თეორიის საფუძვლებს, მოდულურ სისტემებს და სინთეზატორების ისტორიას. ეს კურსი შეიცავს რამდენიმე კომპონენტს:
ინტენსიური კვლევა, რომელიც შედგებოდა სინთეზის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურების სიღრმისეული პროფილებისგან (პაულინე ოლივეროსი, ქსენაკისი, გიორგი ლიგეტი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, კატერინა ბარბიერი და მრავალი სხვა), რომელსაც თან ახლავს ჩანაწერების ანალიზი.
ქეთი ჭიტაძის "მუსიკის თეორიის საფუძვლები"
მუსიკის თეორიის საფუძვლები 6 თვიანი პროგრამაა, კურსის განმავლობაში სტუდენტები დახვეწავენ სმენას, შეისწავლიან მუსიკის საბაზისო ელემენტებს, ტონალური სისტემის საფუძვლებს, მიკრო- და მაკროდონეზე ანალიზს გაუკეთბენ მუსიკის კლასიკურ ნიმუშებს, ასევე გაეცნობიან მუსიკალური დამწერლობის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს.
კურსი კომპლექსური მეთოდების დახმარებით მიზნად ისახავს ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას მუსიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ: ანტიკური პერიოდი, შუასაუკუნეები, აღორძინება, ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი და მეოცე საუკუნის ძირითადი სააზროვნო პრინციპები.
ლადო კობახიძის "გრაფიკული დიზაინის ანბანი"
გრაფიკული დიზაინის ანბანის კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
Comments