
ბოლო დაძახება ლადო კობახიძის "გრაფიკული დიზაინის ანბანის" შემსწავლელ კურსზე.
სწავლის გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 19:30-21:30.
სწავლას 30 იანვრიდან შევუდგებით.
გრაფიკული დიზაინის ანბანის კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
"გრაფიკული დიზაინის ABC" 3 თვეზე გათვლილი პროგრამაა. ის შედგება რამდენიმე ძირითადინაწილისგან:
1. Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები;
2. Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები;
3. გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია;
4. დიზაინის შემუშავების პროცესი;
5. ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები;
6. შეფუთვის დიზაინის პრინციპები;
7. ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები;8. ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები - პედაგოგი: მარი ნაკანი9. გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე.
10. კურსის დასკვნითი ეტაპი ეთმობა რეალური პროექტის შემუშავების პროცესს, სადაც კურსის წევრები პრაქტიკაში ეუფლებიან განვლილ მასალას და ახდენენ დაუფლებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.
პედაგოგი: ლადო კობახიძე ხანგრძლივობა: 3 თვე დრო: 4 საათი კვირაში ფასი: 1290/990 ლარი (ფიზიკური/დისტანციური)
რეგისტრაციის გასავლელად მოგვწერეთ: სახელი/გვარი/პროგრამის დასახელება/საკონტაქტო ნომერი და შემოგვიერთდით ღია კარის დღეზე.
კონტაქტი: CES ფაბრიკა-თბილისი ეგნატე ნინოშვილის 8 2 477 588 info@ces.ge cestbilisi@gmail.com
კურსის სრულ აღწერილობას გაეცანით მოცემულ აქ:
Comments