top of page
cestbilisi

ახალი სასწავლო პროგრამა CES-ში / “Session View პროგრამირება ცოცხალი შესრულებისთვის Ableton Live-ში”

Updated: Oct 25, 2022


მოხარული ვართ გაგაცნოთ ახალი აკადემიური პროგრამა CES-ში.

ლევან ჯავახიშვილის 1 თვიანი პროგრამა “Session View Programing for live performance in Ableton Live”.

1 თვიანი ვორკშოფების სერია მოიცავს თქვენსმიერ შექმნილი, არსებული ტრეკების და ნამუშევრების მომზადებას Ableton Live-ის Session View-ს ფანჯარაში, გადატანასა და მის შესრულებას ცოცხლად. სტუტენტებს უნდა ჰქონდეთ მუსიკის შექმნის გამოცდილება ნებისმიერ DAW-ში, თუმცა კი სრული კურსი დაეთმობა Ableton Live-ის Session View-ს შესწავლასა და გამოყენებას. კურსი ასევე მოიცავს Midi პროგრამირების სიღრმისეულად შესწავლასა და გამოყენებას.


Ableton Live-ის Session View-ს მრავალფუნქციური გამოყენება აქვს, ის იდეალურია როგორც ცოცხალი შესრულებისთვის, ასევე მუსიკის შექმნისთვის. მისი გამოყენება ასევე საინტერესოა DJ-ებისთვისაც.

ეს კურსი დაგეხმარებათ როგორც სასცენო ცოცხალი შესრულების მომზადებაში, ასევე მუსიკის შექმნის პროცესებშიც.


კურსის დასასრულს სტუდენტები შეძლებენ მუსიკის ცოცხლად შესრულებას სცენაზე.



















ლევანის შესახებ:

ლევანი 13 წლის იყო, როცა გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო.

18 წლის უკვე სახვადასხვა ჯგუფების გიტარისტი იყო.

1992 წელს ლავანმა და გოგი ძოძუაშვილმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Mother on Mondays. ჯგუფმა ორი ალბომი ჩაწერა: “clear and cold” – 1993 წ. და “Friends” – 1995 წ.


1996 წელს ლევანი ირაკლი ჩარკვიანის ორიკომპოზიციის -“Love is All” და “Shen Apren”-ისპროდიუსერი იყო.


1998 წლიდან ლევანი საცხოვრებლად ლონდონში გადადის, სადაც აქტიურად ერთვება სხვადასხვა ელექტრონულ პროექტში, ხოლო 2003-2014 წლებში მისი მუსიკა გამოვიდა 50-ზე მეტ ლეიბლზე, CR2, Toolroom, Nervous Records და სხვა..


2007 წელს მან შექმნა პირველი საკუთარი ლექბლი - Piso Records, რომელიც გახდა Beatport Minimal-Techno ჟანრში ლიდერი.


2010 წელს ლევანმა დაიწყო ახალი პროექტი - Loverdose რომელმაც მას სწრაფად მოუტანა საერთაშორისო აღიარება ელექტრონული მუსიკის პროდიუსერებსშორის.

მისი “Tabula Rasa” გამოსვლისთანავე გახდა ჰიტი.

ამავე დროს მან დაიწყო ახალი ლეიბლი - Prison Entertainment რომელიც ერთერთი ლიდერია House, Nu Disco ჟანრში. Prison Entertainment-მა დაასაქმა 1500-ზემეტი ხელოვანი და გამოუშვა 500-ზე მეტი გამოცემა.





Comments


bottom of page