პედაგოგი: დათო მესხი
ხანგრძლივობა: 3 თვე
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 1350 ლარი
ენა: ქართული / ინგლისური
მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანი / გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი / ციფრული ხატვა
ფოტოგრაფია ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული ვიზუალური საშუალებაა და მხატვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ფოტოგრაფიის კურსები ხასიათდება თავისუფლებით, რომელიც გადმოსცემს სურათების გენერირების პროცესს ანალოგური და ციფრული ფორმით და ფოკუსირებულია მხატვრული გამოხატვის სპექტრზე. ეს კონკრეტული კურსი სცდება მედიუმის საწყის საზღვრებს და ასევე გათვლილია, როგორც სივრცეზე ორიენტირებული ინსტალაცია.
პირადი მხატვრული პოზიციისა და გამოსახულების ენის შემუშავება არის კურსის ფუნდამენტური მიზანი, რაც განასხვავებს მას სხვა ტიპის ფოტოკურსებისგან, რომლებიც ორიენტირებულია უფრო მეტად ფოტოფრაფიის მედიუმუს ტექნიკურ მხარეზე და შესაძლებლობებზე. თავისთავად კურსი ითვალისწინებს როგორც გადაღების ასევე სურათსე შემდგომ მუშაობის ტექნიკურ და პროგრამულ რეკომენდაციებს.
კურსი განკუთვნილია ინდივიდუალების იმ ნაწილზე, რომელთაც სურთ ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში და ასევე მათთვის ვინც საკუთარი შემოქმედებითი გზის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება.