მოდულური სინთეზატორი
და ხმის დიზაინი
პედაგოგი: ბენ უილერი
ხანგრძლივობა: 3 თვე
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 1140 ლარი
ენა: ინგლისური
დაკავშირებული კურსები: მოდულური სინთეზატორის მეორე ეტაპი:თეორია და კომპოზიცია
Synth 101, იგივე მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინი არის სამთვიანი თეორიული/პრაქტიკული კურსი ტრადიციულ და მოდულურ სინთეზატორებზე დაფუძნებული სინთეზისა და სინთეზატორების შესახებ (კონკრეტულად Doepfer System-100). კურსის უმეტესი ნაწილი ეძღვნება სუბტრაქტიული სინთეზის და მოდულური სინთეზის პრინციპების შესწავლას.
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან სინთეზის ძირითად სამშენებლო ბლოკებს, მათ გამოყენებას, ხმის დიზაინის, ხმის შექმნის ძირითად ტექნიკურ და ფსიქო-აკუსტიკურ პრინციპებს და მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონულ ინსტრუმენტებთან და მოდულურ სინთეზატორებთან მუშაობის პროცესის შესახებ.
კურსის განმავლობაში ასევე განვიხილავთ სინთეზატორის ისტორიას და ისტორიულად მნიშვნელოვან სინთეზატორებს, გავეცნობით თანამედროვე სინთეზატორებს, განვიხილავთ სინთეზის სხვადასხვა მეთოდებს (adiabatic, FM synthesis, granular synthesis, cross modulation synthesis, და ა.შ.) და გავეცნობით გლობალურ ტენდენციებს მოდულური კომუნებისას, მათ შორის DIY rigs, circuit bending, და hack სივრცეებს.
ჩვენ ასევე გადავხედავთ ზოგიერთ ინსტრუმენტს, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც სურს სინთეზთან მუშაობა: Doepfer System-100 (მოდულური სისტემა), Veromona სინთეზატორი, Moog Grandmother, Arturia Minibrute, Buchla Music Easal, PocketPiano, Korg Ms-20. , Roland Tr-8, Moog MF-101 ფილტრი, Korg Microkorg, Microkorg XL და სხვა.
სილებუსის ნაწილია როგორც ფიზიკური სინთეზატორები, ასევე Ableton Analog-ის და VCV Rack-ის (მოდულური პროგრამული უზრუნველყოფის) ბაზა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და ისარგებლონ Dopfer A-100 BS2 მოდულარული სინთეზატორით ჩვენს სტუდიაში.
კურსის სილაბუსი:
გაკვეთილი 1 - ხმის ფიზიკის საფუძვლები.
გაკვეთილი 2 - ხმის ფიზიკის საფუძვლები. 2.
ხმის ვიზუალიზაციის ხელსაწყოები / სინთეზატორის არქიტექტურა.
გაკვეთილი 3 - Oscillators 1
გაკვეთილი 4 - Oscillators 2
გაკვეთილი 5 - ფილტრები 1
გაკვეთილი 6 - ფილტრები 2
გაკვეთილი 7 - ADSR -1
გაკვეთილი 8 - ADSR -2
გაკვეთილი 9 - LFO 1
გაკვეთილი 10 - LFO 2
გაკვეთილი 11 - Basic Patching 1
გაკვეთილი 12 - Basic Patching 2
გაკვეთილი 13 - მიმოხილვა სინთეზის სხვადასხვა სახეობაზე
გაკვეთილი 14 - სინთეზატორების ისტორია,
გაკვეთილი 15 - მოსწავლეთა პროექტი
გაკვეთილი 16 - მიმოხილვა
გაკვეთილი 17-23 (მოდულური სინთეზი, basic patching, singular flow, rhythmic patching, generative patching, ინფორმაცია პოპულარული მოდულების შესახებ და ა.შ.)
გაკვეთილი 24 - სტუდენტის დასკვნითი პროექტი.
კურსი შედგება თეორიული ლექციებისგან, სტუდენტებთან დისკუსიებისგან, პრაქტიკული სამუშაოსა და საშინაო დავალებისგან. კურსის შინაარსი ადაპტირებულია კონკრეტული ჯგუფებისთვის. კურსი ისწავლება ინგლისურ ენაზე დახმარებით და განმარტებით ქართულ ენაზე საჭიროების შემთხვევაში.