top of page

საშემსრულებლო ხელოვნება

FB BANNER BLUE 2_edited.jpg

პედაგოგთა გუნდი: სოფიკო გვიმრაძე / ნინი იაშვილი / დენოლა გუგავა

ხანგრძლივობა: 2 თვე

საათები: კვირაში 6 საათი 

ფასი: 900 ლარი

ენა: ქართული / ინგლისური

მსგავსი კურსები: Ableton Live   / მუსიკის წარმოება (სიმღერის შექმნის მინიშნებით) / სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება 

 

ჩვენი ორთვიანი საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნების კურსი გთავაზობთ შესაძლებლობას, განავითაროთ თქვენი თვითგამოხატვის უნარები და აღმოაჩინოთ საკუთარი შემოქმედებითი ხმა. კვირაში ორჯერ, სამსაათიანი ინტენსიური სესიების განმავლობაში, თქვენ შეისწავლით თვითპრეზენტაციის ეფექტურ მეთოდებს, აუდიტორიასთან კავშირის დამყარების ტექნიკებს და ეცდებით შემოქმედებითი იდეების რეალიზაციას. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მათ შორის ფიზიკურ, იმპროვიზაციულ სავარჯიშოებს და დასკვნით LIVE ღონისძიებაში მონაწილეობას. განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი არტისტებისთვის და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურს საკუთარი იდეების ეფექტურად გადმოცემა საჯარო სივრცეში.

 

ეს კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც:

  1. აპირებენ აუდიტორიის წინაშე წარდგომას და საკუთარი პროფილის გაზიარებას;

  2. დაინტერესებულნი არიან საშემსრულებლო ხელოვნებით ან/და სხვა სფეროებით, სადაც საჯარო გამოსვლებია საჭირო;

  3. სურთ შეისწავლონ თვითპრეზენტაციის ეფექტური მეთოდები;

  4. მიზნად ისახავენ საკუთარი ნამუშევრის აუდიტორიისთვის საინტერესოდ და მიმზიდველად წარდგენას;

  5. ესწრაფვიან პროფესიულ განვითარებას საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში.

 

კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან სფეროშიო წარმატებული სხვადასხვა არტისტების ნამუშევრებს, მიიღებენ მონაწილეობას დისკიუსიებში  და ასევე გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნას მათი იდეების რეალიზებისთვის რათა დამოუკიდებლად შეძლონ აუდიტორიის წინაშე პრეზენტირება.

bottom of page