top of page

პედაგოგი: ჩილ | Chil One 

ხანგრძლივობა:  2 თვე

საათები: კვირაში 4 საათი

ფასი: 700 ლარი

ენა: ქართული 

მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანი / გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი / ციფრული ხატვა

გრაფიტი თანამედროვე სახვითი ხელოვნების ყველაზე თავისუფალი, უშუალო და დიდი მუხტის და იდეის მატარებელი მიმდინარეობაა, რომელიც ინდივიდუალურ თვითგამოხატვაზეა ორიენტირებული და ქალაქთან კომუნიკაციის ყველაზე პირდაპირი ფორმაა. ქართული ანბანი თავისი უნიკალური მოხაზულობით და დინებით გამორჩეულია დამწერლობებში, რაც გრაფიტთან შერწყმით უსაზღვრო ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა და ტიპოგრაფიის ცალკე ქვეჟანრადაც შეიძლება მოისაზროს.

ამ იდეის გაღვივებას და განვითარებას ემსახურება ეს კურსი, სადაც ისწავლით ყველაფერს რაც გრაფიტის სახატავად და სტილის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო: გრაფიტის ისტორია, ასოების აგებულება, სტრუქტურა, კომპოზიცია, ფერები, დეტალიზაცია, გაფორმება, სხვადასხვა ტექნიკები, სპრეის ხმარების მეთოდები.

კურსი აგებულია 16 შეხვედრაზე:

1. შესავალი

 გაცნობა / სტრიტ და გრაფიტის განმარტებები / მოკლე ისტორია

2. თეგი

 თეგის დიზაინი / ასოების აგებულება / სტილები

დავალება: სახელის 5 სხვადასხვა სტილში დაწერა მოცემული სტილების მიხედვით, ელეგანტური და აგრესიული სახელის თეგი.

3. თეგი 2

გადაბმა - ცალხაზა / თეგი სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით / ეფექტები

დავალება: კვადრატის დახატვა თეგით, სახელის ცალხაზა, ანბანის შევსება.

4. ბლოკბასტერი

თეგის განვითარება / ლაინის წონის ცვლილება / საკვანძო ადგილები

დავალება: სახელი ლაინის წონის ცვლილებით, სახელის ყველა ასო სამ სხვადასხვა ფორმაში საკვანძო ადგილების გათვალისწინებით.

5. ბლოკბასტერი 2

კომპოზიციის აწყობა / ეფექტები

დავალება: ანბანის შევსება, სახელის ბლოკბასტერი გრაფიტი ეფექტებით.

6. Throw up

 აგებულობა / კომპოზიციის დაწყობა / ვარიაციები

დავალება: აგების წესების გამოყენებით 3 სხვადასხვა სტილის ხაზებით არჩეული ასოს აგება, ვარიაციების მიხედვით 3 სხვადასხვა სტილში Throw up-ის დახატვა,

7.Throw up 2

გაფორმება / ცალხაზა / Throw up სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით

დავალება: სახელის Throw up გაფორმებით, სახელის ცალხაზა, Throw up სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით.

8. ფერები

შევსების ტექნიკები / ბლიკები / ჩრდილები

დავალება: წინა ნახატების გაფერადება.

9. styles

პროპორციების ვარიაცია / ხაზის სტილები

დავალება:სახელის გრაფიტი ყველა ასო სხვადასხვა პროპორციით ყველანაირი ხაზის სახელის გრაფიტი.

10. styles 2

სტილების ვარიაცია / საკვანძო ადგილები 2

დავალება: საკვანძო ადგილების შევსება, სტილის ვარიანტებიდან 2 სხვადასხვა სტილით სახელი.

11. styles 3

ჩრდილები / ბლოკები / კომპოზიციის დიზაინი

დავალება: ჩრდილიანი სახელის გრაფიტი 2ნაირი, ბლოკიანი სახელის გრაფიტი 2ნაირი.

12. styles 4

დეტალები (ისრები, კუდები) / გაფორმება / ფონი / ფერი

დავალება: სახელი გაფორმებით დეტალებით და ფონით.

13. ფერები

გრადიენტი / შეხამება / ეფექტები

დავალება: წინა ნახატების გაფერადება.

14. პრაქტიკა

მარტივი ფორმების მოხაზვა შევსება  / ჩრდილის და ბლოკების გაკეთება / ფერების შეხამება და შერწყმა ერთმანეთში / ბლიკები და სიმუქეები / მარტივი ეფექტები 

15. პრაქტიკა 2

სახელის გრაფიტი ყველა ნასწავლი მასალის გამოყენებით

16. პრაქტიკა 3

საერთო ჯგუფური ნახატი

 

bottom of page