top of page

ციფრული ხატვა

პედაგოგი: ლადო კობახიძე

ხანგრძლივობა: 3 თვე

საათები: კვირაში 4 საათი

ფასი: 1290 ლარი

ენა: ქართული

მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის ანბანი / გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი / UI/UX

ციფრული ხატვის კურსი მოიცავს ციფრული ხატვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან ხატვის ტრადიციულ და თანამედროვე ტენდენციებს, დაეუფლებიან ციფრული ხატვის მეთოდს.

3 თვიანი კურსის ფარგლებში მოცემული იქნება 24 ლექცია, რომელიც 4 ეტაპად დაიყოფა. 
გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათი.

I ეტაპი: ტრადიციული ხატვის საბაზისო პრინციპები:
* პერსპექტივის აგების / სივრცის აღქმის უნარი.
* ობიექტის სეგმენტაცია / ანატომია.
* კომოპზიციის განაწილება.
* მარკერის მეშვეობით ფორმსა და მოცულობის შეგრძნება.

II ეტაპი: ციფრული ხატვის საბაზო პრინციპები:
* ციფრული ხატვის მეთოდი, დამხმარე ელექტრონული ხელსაწყოების 

გამოყენების გზები.
* Sketchbook / photoshop-ის მეშვეობით ჩანახატის ხატვის პროცესი.
* ციფრული ხატვის როლი დიზაინის შემუშავების პროცესში (იდეის ვიზუალური განვითარების მეთოდი).

III ეტაპი: ფორმის მიღების უნარი:
* ანარეკლის და შუქჩრდილების შეგრძნების უნარი / ზედაპირის დაბოლოება.
* ჩანახატის გარემო / სცენარი.
* სხვადასხვა გამოჩენილი კონცეპტ არტისტების / დიზაინერების ანალიზი (შთაგონების წყარო).

IV ეტაპი: 
* 2D Rendering-ი იდეის მაქსიმალურად რეალისტურად გადმოცემის უნარი, (ფორმის, სტილის, მასალის მიხედვით).

 
ვისთვის არის კურსი: 

 

სტუდენტები, რომლებიც ინტერესდებიან დიზაინით და ხელოვნებით, მიზნად ისახავენ დაეუფლონ მაღალ პროფესიულ ხატვის უნარებს, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციული ასევე თანამედროვე (ციფრულ) პროგრამების და მეთოდების გამოყენებას, ასევე შემოქმედებით პროფესიულ განვითარებას.

 

ჯგუფი წარმოდგენილი იქნება 10-12  სტუდენტისგან, რომლებიც კოორდინირებულ რეჟიმში შეძლებენ გაკვეთილის განმავლობაში workshop-ის ტიპის სასწავლო პროცესის განვითარებას. 

 

სამუშაო პროცესის პერიოდში ძირითადი აქცენტი გაკეთდება სტუდენტების პროფესიული დონის, ხარისხის ამაღლებაზე.

კურსის განმავლობაში დაგჭირდებათ ipad (pro create) ან სახატავი ციფრული პლანშეტი.

 

bottom of page