top of page

CES-ის ყველაზე დიდი ძალა ჩვენი გუნდის წევრებია, მათი დიდი სიყვარული თავიათი პროფესიებისმიმართ და თავიანთი ცოდნის გაზიარების დიდი სურვილი. ჩვენ ყველანი მოტივირებულნი ვართ, გადავცეთ ჩვენი უნარები და ცოდნა ჩვენს სტუდენტებს და დავეხმაროთ მათ თავიანთი აკადემიური და კარიერული მიზნების მიღწევაში. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პერსონალისა და სტუდენტების მრავალფეროვნებას. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება და ჩვენი პროფესიებისადმი დიდი სიყვარული არის თავისუფლება, რომელსაც ერთად მოვიპოვებთ. 

ჩვენი გუნდი ყოველწლიურად იზრდება. თუ თქვენ ხართ პროფესიონალი, გაქვთ უნიკალური ხედვა და ინოვაციური იდეა და ამასთანავე გაგაჩნიათ სურვილი გააზიაროთ თქვენი ცოდნა მუსიკალურ ინდუსტრიაში ან დიზაინის სფეროში,  ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თქვენს შესახებ. თქვენი ახალი სასწავლო პროგრამების/კურსების დანერგვის შესაძლებლობებისთვის მოგვწერეთ თქვენი პორტფოლიო, CV და სამოტივაციო წერილი: info@ces.ge 

იმავდროულად, ჩვენ ვთავაზობთ ექსტერნატს მოტივირებულ ინდივიდებს, რომლებსაც სურთ სამუშაო გამოცდილების მიღება ჩვენს მეგობრულ გარემოში.

ექსტერნატის შესაძლებლობისთვის მოგვწერეთ თქვენი სამოტივაციო წერილი: info@ces.ge

bottom of page