Basic and advanced technics of programming the live performance in Ableton Live
პედაგოგი: გრიგორ ლაღიძე
ხანგრძლივობა: 1 თვე (9 შეხვედრა)
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 450 ლარი
ენა: ქართული / ინგლისური
მსგავსი კურსები: Ableton Live / სიმღერის შექმნა და მუსიკის წარმოება / მუსიკის წარმოება (სიმღერების შექმნის მინიშნებით)
CES წარმოგიდგენთ გრიგორ ლაღიძის 1 თვიან პროგრამას “"Basic and advanced technics of programming the live performance in Ableton Live"”.
კურსი მოიცავს 9 გაკვეთილისგან შემდგარ თეორიულ, პრაქტიკულ და საველე მომზადებას, სტუდენტების არსებული ან დასამთავრებელი პროექტების დამუშავებას და მომზადებას ცოცხალი შესრულებისთვის Ableton live-ში.
კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან: საკლუბო სცენებისა და მათი სტილის ანალიზს, ცოცხალი შესრულებისთვის გამოსაყენებელი MIDI აპარატურის შერჩევა/შესწავლას და მის დაპროგრამირებას (MAPPING), საკლუბო მუსიკის ტექნიკურ და ცოცხლად შესრულების ასპექტების ქრონოლოგიას, ცოცხალი შესრულებისთვის პროექტების ტექნიკურად გამართვას, საბაზისო audio design-ს და mixing-ს, საველე პირობებში თეორიული და პრაქტიკული მომზადების ბოლო ეტაპს ცოცხლად შესრულებამდე.
მსურველთათვის აუცილებელია ჰქონდეთ გამოცდილება ნებისმიერ D.A.W.- ში მუშაობის და ციფრული აუდიო ტერმინოლოგიის ცოდნა.