მოდულური სინთეზატორის მეორე ეტაპი:
თეორია და კომპოზიცია
პედაგოგი: ბენ უილერი
ხანგრძლივობა: 2 თვე
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 1140 ლარი
ენა: ინგლისური
მსგავსი კურსები: მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინი
კურსი განკუთვნილია CES-ის მოდულური სინთეზატორი და ხმის დიზაინის კურსის კურსდამთავრებულებისთვის ან მათთვის, ვინც იცნობს სინთეზის თეორიის საფუძვლებს, მოდულურ სისტემებს და სინთეზატორების ისტორიას. ეს კურსი შეიცავს რამდენიმე კომპონენტს:
ინტენსიური კვლევა, რომელიც შედგებოდა სინთეზის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურების სიღრმისეული პროფილებისგან (პაულინე ოლივეროსი, ქსენაკისი, გიორგი ლიგეტი, კარლჰაინც შტოკჰაუზენი, კატერინა ბარბიერი და მრავალი სხვა), რომელსაც თან ახლავს ჩანაწერების ანალიზი.
ჩვენ გავაკეთებთ ფოკუსებას უფრო რთული აღნაგობის სინთეზატორებზე: FM synthesis, granular synthesis, და sampling/field recording-ზე. ასევე სხვადასხვა თანამედროვე მოდულის მწარმოებლებზე, მათი მიდგომები და მათი შეთავაზებები; იქნება რამდენიმე სკაიპის კითხვა-პასუხი სხვადასხვა დამოუკიდებელი სინთმშენებლის წარმომადგენლებთან, ასევე პერიოდულად მოვიწვევთ ერთადერთ ქართულ მწარმოებელს ბაზარზე-Ambient-ს.
გავეცნობით ცოცხალი შესრულების ტექნიკებს /ცოცხალი პაჩინგის სავარჯიშოებს, კომპოზიციის/ნოტაციის/ჩაწერის ტექნიკასა და ფილმის სკორინგს.
ჩავატარებთ პრაქტიკულ სემინარებს იმპროვიზაციისა და აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე შემსრულებელ მუსიკოსებთან თანამშრომლობის ტექნიკებზე.
მთლიანობაში, პროგრამა ორიენტირებულია ცოდნის გაფართოებაზე და სინთეზატორთან პრაქტიკის ამაღლებაზე, ყოველკვირეული დავალებების საშუალებით, რომლებიც მოიცავს კომპოზიციების წარმოებას, თითოეული სტუდენტი 3 თვიანი პროგრამის განმავლობაში აწარმოებს აუდიო ჩანახატების პორტფოლიოს, აღნიშვნას და ჩაწერას. კურსი მთავრდება ღონისძიებით, რომელიც იქნება ფინალური პროექტი, ცოცხალი შესრულება.
საკითხავი მასალა კურსის განმავლობაში (ციფრული ასლები მოწოდებული იქნება ინსტრუქტორის მიერ):
Analog Days
Trevor Pinch, Frank Trocco
Patch & Tweak - Exploring Modular Synthesis