გრაფიკული დიზაინის ანბანი
პედაგოგი: ლადო კობახიძე
ხანგრძლივობა: 3 თვე
საათები: კვირაში 4 საათი
ფასი: 1290/990 ლარი (ფიზიკური/დისტანციური)
ენა: ქართული
მსგავსი კურსები: გრაფიკული დიზაინის მეორე ეტაპი / ციფრული ხატვა / UI/UX
გრაფიკული დიზაინის ანბანის კურსი მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს გრაფიკული დიზაინის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების შესწავლა / ანალიზი, ასევე ორიენტირებულია (გრაფიკული) პროგრამების საბაზო პრინციპების სწავლებაზე , სტუდენტები გაეცნობიან კლიენტებთან ურთიერთობის გავრცელებულ პრინციპებს, პროექტის შემუშავებისა და აღსრულების მეთოდებს. კურსი ასევე მოიცავს მოწვეული (დიზაინერების) სტუმრების პრეზენტაციებსა და workshop-ებს.
"გრაფიკული დიზაინის ABC" 3 თვეზე გათვლილი პროგრამაა. ის შედგება რამდენიმე ძირითადინაწილისგან:
1. Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები;
2. Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები;
3. გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია;
4. დიზაინის შემუშავების პროცესი;
5. ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები;
6. შეფუთვის დიზაინის პრინციპები;
7. ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები;
8. ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები - პედაგოგი: მარი ნაკანი
9. გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე.
10. კურსის დასკვნითი ეტაპი ეთმობა რეალური პროექტის შემუშავების პროცესს, სადაც კურსის წევრები პრაქტიკაში ეუფლებიან განვლილ მასალას და ახდენენ დაუფლებული უნარ-ჩვევების გამოვლენას.
Adobe Photoshop-ის ძირითადი პრინციპები
* პროგრამის ინტერფეისი და მუშაობის ძირითადი პრინციპი.
* სამუშაო ფორმატის ტიპები, გრაფიკული კომპოზიციის განაწილება და მუშაობის პრინციპი.
* ობიექტების შექმნა, დამუშავება / გამოსახულების აღდგენა, კორექცია.
* ფერთა პალიტრის, კონტრასტებისა და ტონირების რედაქტირება.
* ტექსტთან მუშაობის პრინციპები და სტილიზაციის მეთოდები.
* განათება-რენდერი.
Adobe Illustrator-ის ძირითადი პრინციპები
* პროგრამის ინტერფეისი და მუშაობის ძირითადი პრინციპი.
* სამუშაო ფორმატის ტიპები, კომპოზიციის განაწილება.
* გეომეტრიული / მარტივი ობიექტების შექმნა.
* Pen Tool-ით მუშაობის პრონციპი.
* რთული ფორმების / ობიექტების შემუშავება.
გრაფიკული დიზაინის განვითარება, თანამედროვე ტენდენციები და ვიზუალური კომუნიკაცია
* გრაფიკული დიზაინის განვითარების ისტორია.
* გრაფიკული დიზაინის მიმართულებები და თანამედროვე ტენდენციები.
* ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნება.
* კორპორატიული სტილის / იდენტობის შემუშავების პროცესი.
დიზაინის შემუშავების პროცესი
* სამუშაო დავალების Brief-ის გაცნობის და გაანალიზების პროცესი.
* დიზაინის კვლევის ეტაპები.
* ანალიზის და სავარაუდო მიმართულებების შემუშავების პროცესი.
* არჩეული მიმართულების განვითარება და სამომავლო სტრატეგიის შემუშავების პროცესი
ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები
* ფონტის ტიპები.
* შრიფტის ანატომია / კონფიგურაცია.
* ქართული ანბანის არქიტექტურა.
* შრიფტის დიზაინის შემუშავების პროცესი.
შეფუთვის დიზაინის პრინციპები
* შეფუთვის დიზანის როლი.
* შეფუთვის დიზაინის პროცესი და სამუშაო ეტაპები.
* ეტიკეტის დიზაინის პროცესი, მომავლის ტენდენციები.
ფერთა პალიტრა და პოლიგრაფიული პრინციპები
* ფერთა ჯგუფები.
* ფერის როლი და მნიშვნელობა გრაფიკულ დიზაინში.
* ტენდენციურ ფერთა გამა და მომავლის მიმართულებები.
* პოლიგრაფიული სამუშაოს პრინციპები.
ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები - პედაგოგი: მარი ნაკანი
* ფოტო კამერის ანატომია.
* რა არის ექსპოზიცია.
* ობიექტივი / ფოკალური მანძილი.
* ფოკუსური სიღრმე.
* ფერი - კალიბრაცია.
* პრეზენტაცია პერსონალურ სამუშაო გამოცდილებაზე / მოხდება კონკრეტული პროექტის თემატურგანხილვა.
გაცნობითი workshop-ი web და app დეველოპმენტზე.
crossplatform
• რა არის აპლიკაცია
• აპლიკაციის შექმნის მეთოდები
• კროსპლატფორმული დეველოპმენტი
web
• რა არის და რისგან შედგება ვებ გვერდი
• რა არის HTML, CSS, JavaScript
• რას ვგულისხმობთ ვებ დიზაინსა და დეველოპმენტში?!
დასკვნითი პროექტი / რეალურ დაკვეთაზე მუშაობის პროცესი
* დიზაინის შემუშავების პროცესი.
* კლიენტთან ურთიერთობის მართვა.
* პროექტის პრეზენტაცია.